არასრულწლოვანმა, ძაღლს პირში პიროტექნიკა ჩაუდო, რომელიც აფეთქდა. ძაღლი არის მძიმე მდგომარეობაში!
რანაირად უნდა მოახერხო, ასეთი სადისტი შვილი გაზარდო, როგორ, რანაირად?!
ბავშვობაში, ყველას ჩაგვიდენია არასწორი და ცუდი რაღაცებიც, მაგრამ ეს, სცდება ყველანაირი ბავშვური შეცდომისა და ქმედების წინასწარ ვერ გააზრების საზღვარს!
შვილებს მოუსმინეთ, დააკვირდით, ანახეთ სითბო და სიყვარული, ნუ აქცევთ ბავშვებს მონსტრებად! _ წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ნინე ულუმბელაშვილი.