ბოლო დროს, ქალაქ ოზურგეთში გამოჩნდნენ ბავშვები, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ყიდიან. როგორც გავარკვიეთ, ისინი სასკოლო ასაკის არიან და პროდუქტებით სასწავლო პროცესის დროს ვაჭრობენ.
კითხვაზე _ რატომ არ დადიან სკოლაში, არ გვპასუხობენ და აღნიშნავენ, რომ ისინი ოჯახის დახმარებას ცდილობენ:
_ სოფელში ვცხოვრობთ. ყოველ მესამე დღეს ჩამოვდივართ ქალაქში და საკუთარ ეზოში მოყვანილ კიტრს ვყიდით. ასე ვცდილობთ დავეხმაროთ ოჯახს, _ გვითხრეს ბავშვებმა.
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრში “გურია ნიუსს” უთხრეს, ბავშვები სკოლაში იმის გამო არ დადიან, რომ მშობლებს, რამდენი წელია, სკოლასთან აქვს პრეტენზიები და ითხოვენ ორი პედაგოგის გათავისუფლებას:
_ ეს პრობლემა დიდი ხანია დგას. სამწუხაროდ, ვერც ერთმა უწყება ვერ მოახერხა ბავშვების სკოლაში დაბრუნება, _ გვითხრეს სააგენტოში.