ყოფილ დეპუტატს, „ინდოეთის სახალხო პარტიის“ ყოფილ წევრ კულდიპ სენგარს გაუპატიურების საქმეზე სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 51 წლის სენგარმა კომპენსაციის სახით 2,5 მილიონი რუპია (35 ათასი დოლარი) უნდა გადაიხადოს.
ყოფილ დეპუტატს ბრალად ედება 2017 წლის ივნისში 17 წლის გოგოს გაუპატიურება,
გავრცელებული ინფორამაციით, გოგომ სენგარს დასაქმების თხოვნით მიმართა, ის კი გაიტაცეს. ერთი კვირის განმავლობაში მას როგორც სენგარი, ასევე სხვა პირები აუპატიურებდნენ.
ინდური მედიის ინფორმაციით, გასული წლის ივლისში გაუპატიურების მსხვერპლი საეჭვო ავტოავარიაში მოჰყვა. ავტოსაგზაო შემთხვევას გოგოს ორი დეიდა ემსხვერპლა, თავად დაზარალებულმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ამის შემდეგ გოგოს დედამ ავტოსაგზაო შემთხვევაში კულდიპ სენგარი დაადანაშაულა. ამ საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.
BBС ინფორმაციით „ინდოეთის სახალხო პარტიიიდან ” კულდიპ სენგარი მიმდინარე წლის აგვისტოში გარიცხეს.