,,ნუ გღვიძავთ, გაიღვიძეთ!” ამ სიტყვებით მიმართა ხონი- სამტრედიის ეპარქიის მმართველმა, მეუფე საბამ მრევლს ქადაგებისას და იქვე, საქართველოს პრემიერ- მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას ევროპის ტრიბუნიდან გამოეხმაურა და მხარი დაუჭირა.
“მე მხარდაჭერას ვუცხადებ ჩვენს პრემიერმინისტრს, რომელმაც ევროპის ტრიბუნიდან აბსოლუტურად უშიშრად თქვა, რომ საქართველოში კაცი არის კაცი და ქალი არის ქალი. კაცს ჰქვია მამა და ქალს ჰქვია დედა და შვილს ჰქვია შვილი. საქართველოში ყველა ადამიანი გაიზრდება ამ სულისკვეთებით და ვინც ამ სულისკვეთებით არ გაიზრდება, მან არ უნდა თქვას, რომ “ვარ ქრისტიანი” და არ უნდა თქვას, რომ “ვარ ქართველი”. ეს უნდა იცოდეს ყველამ და ამის თქმის არ უნდა გვეშინოდეს არც სამღვდელოებას, არც ერს არც მრევლს, არც მთავრობას, არავის უნდა ეშინოდეს, ნუ გძინავთ, გაიღვიძეთ!”_ განაცხადა მეუფე საბამ.
ავტორი