“არავის ვაშინებ, მაგრამ დღევანდელი ეპიდსიტუაცია მაგონებს დაახლოებით იმას, რაც გვქონდა სექტემბერ-ოქტომბერში, და თუ არ დავიცავთ, რეკომენდაციებს, არაა გამორიცხული, რომ შევიდეთ მესამე ტალღაში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ეპიდვითარების კუთხით, ბოლო ორი კვირაა, ტენდენცია გაუარესდა. ამიტომ, მოსახლეობას მაქსიმალურად მოვუწოდებთ რეკომენდაციების დაცვისკენ. ბოლო 2 დღეა, სერიოზულად ინტენსივდება აცრაზე მიმართვიანობა. გუშინწინ იყო 700-ზე მეტი, გუშინ კი 1000-ზე მეტი, მაგრამ ვიდრე ეს კუმულაციური იმუნიტეტი დაგროვდება ქვეყანაში, იქამდე ერთადერთ საშუალებად რჩება პირბადე, დისტანცია და დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება”,_ განაცხადა გამყრელიძემ.