ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 317 საარჩევნო უბანზე. რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა კი ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში ჯამში – 328 272 ამომრჩეველია.
„საარჩევნო უბნებზე მცირე მხედველი ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები სპეციალური ჩარჩო ფორმა, ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი, ხოლო შშმ ამომრჩევლებისთვის ადაპტირებული საარჩევნო უბნები აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
საარჩევნო უბნები ხვალ, 20:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც ხმის დათვლის პროცედურა დაიწყება. ცესკო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებგვერდზე: www.results.cec. gov.ge
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, მხოლოდ კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. 12 ნოემბერს კი აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში.
მეორე ტური ჩატარდება: ქუთაისში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთში, ყაზბეგსა და მარტვილში.