“გურია ნიუსის” ოზურგეთის ოფისს ინტერნეტი არ მიეწოდება. თუ კომპანია “სილქნეტის” ცხელი ხაზის ოპერატორებს დავუჯერებთ, მიზეზი ხაზის დაზიანებაა, რომელიც, როგორც ფაქტები მოწმობს, ჩვენს ოფისში მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ზიანდება.
პირველი ტურის წინაა დღეებში ოფისს ინტერნეტი რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა. იგივე მეორდება ახლაც _ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ.
მომხარებლების მხრიდან ყველაზე უპასუხისმგებლო კომპანიად შეფასებული “სილქნეტის” პრესამსახურში აღნიშნავენ, რომ ტექნიკურ ჯგუფს პრობლემის შესახებ უკვე ავქვთ ინფორმაცია:
_ მე არ ვიცი ეს ხდება თუ არა წინასაარჩევნოდ. ამას კვლევა სჭირდება და დავაკვირდებით. ახლა კი ტექნიკურ ჯგუფს აქვს ინფორმაცია და ვეცდებით პრობლემა მოვაგვაროთ, _ გვითხრეს პრესსამსახურში, სადაც არც საყვედური დავიწყებიათ იმის შესახებ, რომ შაბათ დღეს შევაწუხეთ.
_ შაბათს საღამოს რომ მირეკავთ და მსაყვედურობთ, რა გავაკეთოთ?! ვცდილობთ დაგეხმაროთ და ჯგუფსაც ვთხოვეთ ადგილზე მოსვლა, _ დააკონკრეტა პრესსამსახურმა, რომელმაც როგორც ჩანს ავიწყდება, რომ ეს ჩვენი დახმარება კი არა მათი მოვალეობაა და ამაში კომპანიას ჩვენ თანხას ვუხდით!