არჩევნებზე დაშავებული ჟურნალისტის საქმეში „უფლებები საქართველო“ ჩაერთო.
„პუბლიკას” ჟურნალისტი მინდია გაბაძე, რომელსაც არჩევნების დღეს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე თავს დაესხნენ და რომლის ინტერესებსაც „უფლებები საქართველოს” ადვოკატი გიორგი მახარაძე იცავს, დარაზალებულად ცნეს.
ჟურნალისტზე თავდასხმა 31 ოქტომბერს, გლდანის მე-7 საარჩევნო უბანზე მოხდა. გაბაძე თავდამსხმელს მობილურით იღებდა. მოქალაქე იგინებოდა და აგრესიულად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის (სსკ-ის 154-ე მუხლი) და ძალადობის (სსკ-ის 126-ე) მუხლებით დაიწყო. უკვე დაკავებულია თავდამსხმელიც.
„უფლებები საქართველო” მიიჩნევს, რომ აუცილებელია აღნიშნულ საქმეზე გამოძიება იყოს სწრაფი, გამჭვირვალე და ეფექტიანი მსგავსი ქმედებების სამომავლო პრევენციისა და მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფისთვის.
„უფლებები საქართველო” გამოთქვამს მზადყოფნას სამართლებრივი დახმარება გაუწიოს ყველა იმ ჟურნალისტს, აჯარო თუ კერძო პირს, რომელთა მიმართაც მოხდა ძალადობა, პროფესიული საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ან გამოხატვის თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვა.