ლენტეხის მუნიციპალიტეტში 41 პირი თვითიზოლაციიდან მოიხსნა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა. მისი განცხადებით, საკარანტინო ზონად გამოცხადებული ლენტეხის მუნიციპალიტეტი მალე გაიხსნება.
„ეპიდემიოლოგების ვარაუდით, ვირუსის გადაცემის შესაძლო ჯაჭვი გაწყვეტილია, საკარანტინო ვადის ამოწურვის შემდეგ, მუნიციპალიტეტს გავხსნით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ლენტეხში, სოფელ მელეში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ რეგიონში გამკაცრებულია ზომები, ცაგერი-ლენტეხის გზაზე განთავსებულია საკონტროლო გამშვები პუნქტი და მუნიციპალიტეტი ჩაკეტილია.
კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში არ გამოვლენილა.
წყარო: 1tv.ge