დღეს, თბილისში 16:30 საათიდან 18:30 საათამდე არჩილ მიშველაძის ქუჩაზე, ორივე მიმართულებით იკრძალება საავტომობილო მოძრაობა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი იუწყება.
როგორც უწყებაში ამბობენ, მოძრაობის დროებით შეჩერების მიზეზი “ლიბერთი ბანკის” სათავო ოფისში ევაკუაციის გეგმის ტესტირებაა.