დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ მჟავია სოციალურ ქსელიდან მოუწოდებს საზოგადოებას, რომ ფრთხილად იყვნენ და დაიცვან წესები.
“გურიის რეგიონის მოსახლეობის საყურადღებოდ! ჩვენი ეპიდემიოლოგების თხოვნაა, ინფიცირებულ პიროვნებებთან კონტაქტურებულებმა დაიცავით თვითიზოლაციის წესები და შეასრულეთ ის რეკომენდაციები, რაც კონკრეტულ შემთხვევებს უკავშირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში იქმნება კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების მატების საშიშროება“, _ წერს არჩილ მჟავია სოციალურ ქსელში.