საქართველოს პარლამენტში საგაზაფულო სესიის პლენარული სხდომა იმართება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, სხდომაზე ბაღდათში დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურა.
„მინდა პარლამენტის სახელით მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც შეეწირა ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე. ეს უდავოდ არის ერთ-ერთი უმძიმესი მომენტი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და მე მინდა ყველას გთხოვოთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას”,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.