საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პენსილვანიის შტატში, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის საკათედრო ტაძარში დავითობის სადღესასწაულო წირვას და ტრაპეზს დაესწრო.
თალაკვაძესთან ერთად იმყოფებოდა სრულუფლებიანი ელჩი ამერიკაში დავით ბაქრაძე, რომელთაც ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი) უმასპინძლა.
მათ მრევლს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და დავითობა მიულოცეს. რის შემდეგაც სტუმრების საპატივცემულოდ კონცერტი გაიმართა.