პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.
უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე და ორგანიზაციის წევრები, სოფელ ცხემლისხიდის და სოფელ დვაბზუს მოსახლეობას შეხვდნენ.
„სალომე ზურაბიშვილის არჩევით საქართველო უფრო მეტად უახლოვდება ევროპას, პოლიტიკა ხდება უფრო მშვიდი და პრეზიდენტი უფრო მეტად – თქვენი.
მას აქვს ძლიერი პირადი ისტორია, დიპლომატიური კავშირები და პოზიტიური დღის წესრიგი,“ _ მიმართა არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობას.
როგორც შეხვედრაზე მერაბ ჭანუყვაძემ აღნიშნა: „სალომე ზურაბიშვილი არის ღირსეული კანდიდატი, რომელიც პირნათლად შეასრულებს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით დაკისრებულ ფუნქცია – მოვალეობებს. ის თვითონ არის ნამდვილი ევროპელი საქართველოდან, ვინც სამშობლოს სიყვარულით დაბრუნდა და იბრძვის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის”.