,, სავარძელი არ არის „ქართული ოცნების“ გუნდში არც ერთი ლიდერის თვითმიზანი“,_ ამის შესახებ პარლამენტის გადამდგარი თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, მის მიერ თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.
ასევე მან აღნიშნა, რომ პროცესი ბრუნდება ნორმალურ კალაპოტში.
პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე პოსტის დატოვების მიზეზად ასახელებს, რომ მისი ადგილი დარბაზშია.
,,არაერთხელ მითქვამს, რომ შეთანხმებით ამ ყველაფრის დასრულებისთანავე ვთვლიდი, რომ საჭირო იქნებოდა ჩემი წასვლა. ახლა მიმაჩნია, რომ პარლამენტშია კონკურენტუნარიანი ოპოზიცია ჩემი ადგილი არის დარბაზში ჩემს კოლეგებთან და არა სპიკერის პოზიციაზე” – აცხადებს თალაკვაძე.
მისივე თქმით, კრიზისი გადალახულია და ქართული ოცნების გუნდის თვით მიზანი სავარძელი არ არის
,საჭიროა “ვაჩვენოთ ამ ოპოზიციას რას ნიშნავს რეალური დემოკრატია. წარმომადგენლობითი პარლამენტი ჰყავს და პარლამენტს სჯობს გაუძღვეს ადამიანი, რომელიც არ იყო პირდაპირი მხარე ამ მოლაპარაკებებში. სავარძელი არ არის ქართული ოცნების გუნდში არც ერთი ლიდერის თვითმიზანი” – ამბობს თალაკვაძე.