https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

არჩილ თალაკვაძე: “შემდგომ წლებში, ჩვენი მთავარი საზრუნავი ახალი სამუშაო ადგილები, ეფექტური სოციალური პოლიტიკა და განათლება იქნება”

11:10; 28.10.2020
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც “გურია ნიუსმა” თქვენთვის ექსკლუზიურად ჩაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

_ ბატონო არჩილ, სამწუხაროდ, გურიამ, კოვიდ-19-თან დაკავშირებით, “მწვანე ზონის” სტატუსი დაკარგა; როგორ აპირებს სახელმწიფო შეუმსუბუქოს მოსახლეობას პანდემიით გამოწვეული მძიმე ყოფა?

_ ჩვენ გვაქვს გლობალური პანდემიით გამოწვეული კრიზისის მართვის გეგმა და სრული კონსოლიდაცია, რომ ყველა რესურსი შედეგიანად გამოვიყენოთ ჩვენი მოქალაქეების, საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დასაცავად. ჯანდაცვის სისტემა 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და დღე-ღამეში რამდენიმე ათას შემთხვევაზე ახდენს რეაგირებას; ექიმების, ექთნების და ეპიდემიოლოგების მუშაობა ამ რთულ დღეებში სამაგალითოა. სოციალური დახმარების ღონისძიებები, პირველ რიგში, მივმართეთ მათთვის, ვინც დაკარგა სამსახური და შემოსავალი: 72000-ზე მეტ ადამიანს, ვინც სამსახური დაკარგა, სახელმწიფო 1200 ლარით დაეხმარა. 52000-ზე მეტ თვითდასაქმებულს 300-ლარიანი დახმარება ჩაერიცხა; 195000 სოციალურად დაუცველ ოჯახს დამატებით 600-ლარიანი დახმარება გადავეცით; ასევე, 600 ლარით დავეხმარეთ 22600 მრავალშვილიან ოჯახს და 40400 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს. მიზნობრივად, 200-ლარიანი დახმარება გადავეცით საქართველოში ყველა ბავშვს, ვისმა ოჯახმაც განაცხადი გააკეთა. მიზნობრივი მხარდამჭერი ღონისძიებები პოსტ-კრიზისულ პერიოდშიც გაგრძელდება. კოვიდ19-ის პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება და ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას.

_ “მწვანე ზონის” სტატუსი  აღარ აქვს, მაგრამ გურია ყოველთვის პოლიტიკურად აქტიური ზონაა; თქვენი აზრით, როგორია დღეს პოლიტიკური  ვითარება გურიაში? 

_ ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, საზოგადოებას წარუდგინა საარჩევნო პროგრამა და მაჟორიტარობის კანდიდატი. ჩატარდა ბევრი შეხვედრა სოფლებსა და ქალაქებში. ოპოზიციური პარტიებიც ატარებენ წინასაარჩევნო შეხვედრებს და ხვდებიან თავის მხარდამჭერებს. ადგილზე არიან ეუთო/ოდირ-ის საერთაშორისო დამკვირვებლებიც. გურიაში წინასაარჩევნო კამპანია მშვიდად და კონსტრუქციულად მიმდინარეობს.

_ მიგაჩნიათ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და ჯგუფებმა, მათ შორის, მმართველმა პარტიამ, ამომრჩეველს მაღალკონკურენტული, პროფესიონალი, ჯანსაღი პოლიტიკური წარსულის მქონე კანდიდატები წარუდგინეს?

_ პარტია “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი გურიის ოლქში ვასილ ჩიგოგიძეა. ვასილ ჩიგოგიძემ იცის გურიის საჭიროებები, საქმიანი ადამიანია, არაერთი სიკეთე აქვს გაკეთებული, უყვარს თავისი მხარე და პარლამენტიდან კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს ხალხისთვის.

ვფიქრობ, გურიაში ოპოზიციის კანდიდატებს ვასილ ჩიგოგიძე დამაჯერებლად მოუგებს და გაიმარჯვებს. წინასაარჩევნო პერიოდში, გურიაში არაერთი კვირა გავატარე და ოპოზიციური კანდიდატების ერთ ნაწილს პასიური კამპანია აქვს, მეორე ნაწილი კი დეზინფორმაციით არის დაკავებული, თითქოს “ქართული ოცნება” ფარულად მათაც უჭერს მხარს – ეს აბსურდია. “ქართული ოცნების” კანდიდატი გურიაში არის ვასილ ჩიგოგიძე და მას პარტიის სრული მხარდაჭერა აქვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

_ პოლიტიკური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბიზნესმენები პარლამენტში, ძალიან ხშირად პრობლემას ქმნიან საკუთარი ბიზნესინტერესებიდან, ბიზნესამბიციებიდან გამომდინარე; ასევე, პოლიტიკური “წესრიგის” და კანონების არცოდნის ან მიუღებლობის გამო…. საჭიროა თუ არა, პოლიტიკურმა პარტიამ გააანალიზოს ეს გამოცდილება? თუ საარჩევნო პროცესებში უპირატესობის მისაღწევად, აუცილებელია დავეთანხმოთ გავრცელებულ “თეორიას” _ “არჩევნებს იგებს ფული!”

_ საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს მოქალაქეთა პოლიტიკურ საქმიანობას. იქნება ფერმერი, ბიზნესმენი თუ ექიმი – ყველა მოქალაქეს აქვს პოლიტიკური უფლებები. პარლამენტის წევრის ბიზნეს საქმიანობას კანონი მკაფიოდ არეგულირებს და ამას აკონტროლებს როგორც საჯარო სამსახურის ბიურო, ასევე სამოქალაქო საზოგადოება. არჩევნებს პირველ რიგში, იგებს ხალხის ნდობა, გაკეთებული საქმეები, პოზიტიური დღის წესრიგი და საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია.

_ ძალიან ხშირად, განსაკუთრებით მცირე პარტიები, რომლებიც მრავლად არიან პარტიულ ბიულეტენში წარმოდგენილნი, საუბრობენ გარიგებაზე  _ რომ მმართველი პარტია და მსხვილი ოპოზიციური პარტია პოლიტიკურ ველზე პოზიციების შესანარჩუნებლად ერთმანეთს “ამაგრებს”; დაპირისპირება ფორმალური,- “საგარეოა” და “საშინაოდ” ერთმანეთთან კავშირი სიამტკბილურია….  თუკი პოლიტიკურ  ოპონენტს “დამნაშავეს” უწოდებთ, რატომ არ  სამართლდება? ხომ არ მიანიშნებს ეს ხელისუფლების უღონობაზე?

_ ეს არ არის სწორი შეფასება. სიმართლე ის არის, რომ “ქართულმა ოცნებამ” გაატარა ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმები, რომელიც ჯერ კიდევ 2018 წელს დასრულდა და კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწერა, რომ ქვეყანა გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. 2020 წლის არჩევნები 1%-იანი ბარიერით და არსებითად პროპორციული სისტემით ტარდება, რაც პირდაპირ არის პასუხი თქვენს კითხვაზე – არანაირი გარიგება არ სჭირდებათ პარტიებს ერთმანეთთან, ვინაიდან პირობები კონკურენტულია და ყველას, ვისაც აქვს ხალხის რეალური მხარდაჭერა, დამოუკიდებლად შეუძლია ბარიერის გადალახვა და შესვლა პარლამენტში.

რიტორიკულია კითხვაც, თუ დანაშაულებრივ პოლიტიკას ატარებდა ნაციონალური მოძრაობა “რატომ არ სამართლდება?” რეალურად, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების 80-მდე მაღალჩინოსანი, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სასჯელს იხდის ან მოიხადა, მათი ნაწილი კი მიმალვაშია საზღვარგარეთ და ნახეთ, რომ 2019 და 2020 წელსაც რამდენიმე მათგანის ექსტრადირება მოხდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენს საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, რომ ასეთი ოპოზიციური ძალა და წარსულში მძიმე დანაშაულებში მხილებული მისი ლიდერები, პოლიტიკური ველიდან გაიყვანოს და მათი ადგილი ჯანსაღმა ოპოზიციამ დაიკავოს.

“ქართულმა ოცნებამ” საზოგადოებასთან ერთად ეს დესტრუქციული და მძიმე პოლიტიკური ბიოგრაფიის მქონე პოლიტიკური პარტია “ნაციონალური მოძრაობა” 2012 და 2016 წლის არჩევნებში დაამარცხა. ახლა ისინი აღარ არიან ჩვენი მთავარი კონკურენტები _ მათ პრობლემა აქვთ საკუთარ წარსულთან. ვიმეორებ, საზოგადოებას აქვს ამ არჩევნებში შესაძლებლობა, რომ მილევად რეჟიმში მყოფი “ნაციონალური მოძრაობა” გაიყვანოს პოლიტიკური ველიდან და მისი ადგილი ჯანსაღმა ოპოზიციამ დაიკავოს.

თქვენ მეკითხებით, რატომ სხედან ერთად მმართველი პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში? ან კომიტეტის სხდომებზე? ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებზე? ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული მოქალაქის მიერ გაკეთებულ არჩევანს და ვისაც არ მოსწონს ოპოზიციაში დესტრუქციული ჯგუფები, არ მოსწონს ის პოლიტიკური ლიდერები, ვინც პარლამენტზე და საკუთარ სახელმწიფოზე ძალადობრივ თავდასხმებს აწყობენ, რასაკვირველია ამ არჩევნებით შეუძლია უარი უთხრას მათ. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება მშვიდ, საქმიან და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას იმსახურებს და “ქართული ოცნება” არის იმის გარანტია, რომ ქვეყანას სტაბილური პოლიტიკური სისტემა ექნება, რომელიც ქვეყანაში არა დაპირისპირებას, დესტაბილიზაციას და ძალადობას უწყობს ხელს, არამედ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, აგვარებს პრობლემებს და უზრუნველყოფს პროგრესს.

_ მოდით, დაპირებების შესახებაც ვისაუბროთ; წინა არჩევნებზე,”ქართული ოცნების” მხრიდან,  გურიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი დაპირება გაიცა  – განათლების, ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების კუთხით…  ბუნებრივია, ზოგი შესრულდა, ზოგიც _ ვერა….ამომრჩეველს განსაკუთრებით შეუსრულებელი დაპირებები ამახსოვრდება. თქვენ, როგორც გურიის, ოზურგეთის მკვიდრს, რომელი აუხდენელი დაპირება გახსოვთ?

_ ამ წლების განმავლობაში მართლაც მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შევძელით მოქალაქეების მხარდაჭერით. გურიაში განსაკუთრებით გამოვყოფდი სოციალურ ინფრასტრუქტურას _ სკოლებს, ბაღებს, ამბულატორიებს, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბაზებს, საზოგადოებრივ ცენტრებს, მაგისტრალურ გზებს, გაზიფიკაციას, სპორტულ მოედნებს. გურიის რეგიონში მასშტაბური პროექტები გახორციელდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქველმოქმედებითა და დაფინანსებით _ შავი ზღვის სანაპირო ზონამ ახალი ეკონომიკური და კულტურული, ტურისტული და ეკოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა: საკონცერტო ცენტრი “ბლექ სი არენა”, სასტუმრო “პარაგრაფი”, დენდროლოგიური პარკი, მინიატურების პარკი და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები გურიას განვითარების ახალ პერსპექტივას აძლევს. სახელმწიფოს მხარდაჭერით გახორციელდა მნიშვნელოვანი საინვესტიციო და ბიზნეს პროექტები, რომელმაც ახალი სამუშაო ადგილები შექმნა _ ასეთია ორი სამკერვალო ფაბრიკა, თევზის თანამედროვე საწარმოები, მეფრინველეობის ფერმები, მოცვის ახალი პლანტაციები, თხილის და ჩაის თანამედროვე საწარმოები, რამდენიმე სასტუმრო და სხვა.

კარგად გვესმის, რომ სიღარიბე კიდევ არა ერთ ოჯახში პრობლემად რჩება და შემდგომ წლებში ჩვენი მთავარი საზრუნავი სწორედ ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმება, ეფექტური სოციალური პოლიტიკა და განათლება იქნება.

_ “ქართულმა ოცნებამ” წინასწარ დააანონსა, რომ პარლამენტს ისევ გურული თავმჯდომარე ეყოლება _ თქვენი პოლიტიკური ძალა თვლის, რომ კოალიციური შეთანხმებების აუცილებლობამდე საქმე არ მივა…. პოლიტიკაში პროგნოზები უმადური საქმეა, მაგრამ მაინც, როგორია თქვენი ყველაზე პესიმისტური  და ოპტიმისტური პროგნოზი?

_ მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის საზოგადოების და ჩემი პოლიტიკური გუნდის მადლიერი ვარ. მეამაყება, რომ ამ 4 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში ჩვენს მშობლიურ გურიას, თავისუფლებისმოყვარე და განათლებულ საზოგადოებას წარმოვადგენდი.

სადაც ყველაზე მეტად გამოვადგები ჩემს ქვეყანას, მზად ვარ იქ ვიმუშაო _ თანამდებობა ჩემი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. არ ვიცი, რას ამბობენ პოლიტიკური სინოპტიკოსები, მაგრამ მჯერა, რომ საზოგადოების მხარდაჭერით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ჩამოაყალიბებს უმრავლესობას პარლამენტში, დააკომპლექტებს მთავრობას და მეორე დღიდანვე განაგრძობს საზოგადოებისთვის საჭირო საქმის კეთებას.  

 _ “გურია ნიუსი” და ააიპ “Post ალიონი” ახორციელებს პროექტს “ვირჩევ დემოკრატიას!” – #მიეხმარასაქართველოს!” ეს პროექტი იმ ახალგაზრდების დასახმარებლადაა, ვინც პირველად მონაწილეობს არჩევნებში. რას ეტყოდით  მათ?

_ ახალგაზრდების ხმა და მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო და მისი ხელისუფლება მომავალზეა ორიენტირებული. ჩვენ ვხსნით ახალ შესაძლებლობებს ახალგაზრდების განათლების, დასაქმების და პროფესიული განვითარებისთვის. “ქართული ოცნების” ახალ საპარლამენტო გუნდში არაერთი წარმატებული ახალგაზრდა ლიდერია და ჩვენი ქვეყნის მომავალი ახალგაზრდებს ეკუთვნით.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

პატარა გიორგი ბერიშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება

ოზურგეთის ჭადრების ბაღი პოლიტიკურ ტრიბუნად გადაიქცა

ყველა სიახლე

საზოგადოება

“უფალმა გაანათლოს მისი სული” _ ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

0:52; 8.01.2026
პოლიტიკა

აშშ-მა რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი დააკავა

0:05; 8.01.2026
ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
პოლიტიკა

ვოლსკი: სააკაშვილისთვის ახლა მთავარია საზოგადოებაში რაც შეიძლება მეტი განსხვავება გაჩნდეს, დაპირისპირების ახალი კერები შეიქმნას

15:03; 7.01.2026
პოლიტიკა

ქართველი მადურო ჩვენ გვიზის რუსთავის მე-12 ციხეში – შალვა პაპუაშვილი

15:02; 7.01.2026
სამართალი

საქართველოს პროკურატურა ეხმაურება გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას

14:57; 7.01.2026
ზაფრანი

საშობაო სიურპრიზი   

11:45; 7.01.2026
ზაფრანი

საშობაო საჩუქარი   

11:43; 7.01.2026
ზაფრანი

ქართული საშობაო სუფრა

11:42; 7.01.2026
საზოგადოება

შობის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

11:39; 7.01.2026
საზოგადოება

შობის ზეიმი საქართველოში

11:37; 7.01.2026
მსოფლიო

ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

11:30; 7.01.2026
სამართალი

მამა-შვილს მანქანით გადაუარეს – სისხლიანი გარჩევა მკვლელობით დასრულდა, არიან დაჭრილებიც

11:24; 7.01.2026
სამართალი

ბათუმში ძებნილი პირი დააკავეს

11:21; 7.01.2026
საზოგადოება

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

11:19; 7.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო