Developed By Web Features 2024 © All rights reserved
“ვამბობდით, რომ ლობისტებმა, პატრონებმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ჩაიქნიეს ხელი, უთხრეს, რომ ისინი უკანა რიგებში უნდა გადაიმალონ. ზუსტად ასე მოხდა. „ნაციონალური მოძრაობა“ გადამალეს უკანა რიგებში, დაშალეს, ამ პატარა ნაშალებით შექმნეს პოლიტიკური ჯგუფები და მათ შეუქმნეს პარალელური „ენჯეოები“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძის თქმით, ჯერჯერობით ერთი-ერთში სრულდება ხელისუფლების პროგნოზები. არჩილ თალაკვაძის განმარტებით, „ქართული ოცნება“ რასაც ეუბნებოდა საზოგადოებას, არის გულწრფელი და ყველა პროგნოზი გამართლდა.
„დღეს თუ რამე აზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას, ეს არის „ენჯეოების“ პოლიტიზება და დესტაბილიზაციის პროცესში პირდაპირი ჩართვა. ვინ არიან ეს ფონდები, რა თანხებით ფინანსდება მარგინალური ჯგუფები – ზუსტად ამას ეხება გამჭვირვალობის შესახებ კანონი. წინა დღეებში ვთქვით, რომ აქციები, რომლებსაც ჯერჯერობით მშვიდობიანი ფორმა ჰქონდა, აუცილებლად გადაიზრდებოდა ძალადობაში. ასეც მოხდა, რადგან ამის უკან და ამ პროტესტის მონაწილეთა რიგებში დგანან ოპოზიციონერები, რომლებსაც არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობის დიდი გამოცდილება აქვთ. არც დააყოვნეს. დღეს პირდაპირ გააკეთეს ბრიფინგი და თქვეს, ჩვენ ვართ ამ მიტინგის წარმმართველებიო, პირდაპირ აიღეს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „იმედი ლაივის“ ეთერში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved