საყდრისის კომიტეტის ინფორმაციით, კომპანია “არემჯი გოლდმა” მეცამეტე საუკუნის ძეგლი _ ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი დააზიანა:
_ დაახლოებით 10 დღის წინ ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ე.წ. დაცვითი ზონის ტერიტორიაზე კომპანია “არემჯი გოლდის” კუთვნილმა მძიმე ტექნიკამ გაურკვეველი სამუშაოები დაიწყო. მძიმე ტექნიკის მუშაობამ მნიშვნელოვნად დააზიანა მონასტრის გალავანი და მის მიმდებარედ ჯერ კიდევ მეცნიერულად შეუსწავლელი ხარო.
სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს მინიჭებული აქვთ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანება-განადგურება, აგრეთე კულტურული მემკვიდრეობის დაცვითი ზონის რეჟიმის დარღვევა, იძლევა სისხლის სამართლის დევნის საფუძველს, _ აღნიშნავენ კომიტეტის წევრები, რომლებმაც დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს, შესაბამისი მასალები გაასაჯაროეს და პროკურატურას გამოძიების დაუყონებლივ დაწყებისკენ მოუწოდეს:
_ მონასტერს იცავს ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი და 500 მეტრის რაიდიუსზე აკანონით აკრძალულია ყველანირი სამუშაო ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან შეუთახმებლად, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კომიტეტის წევრმა ირაკლი მამალაძემ.