საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველო არ აპირებს მხარი დაუჭიროს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკული შეფასება მოჰყვა.
პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ თუ პრემიერი საჯაროდ იტყოდა, რომ სანქციების დაწესების მომხრეა, პოლიტიკური ტყუილის თქმა გამოუვიდოდა.
“პრემიერს ღიად რომ დაეჭირა მხარი სანქციების დაწესებისთვის, პოლიტიკური ტყუილი იქნებოდა. რომ ეთქვა რომ მხარს დაუჭერდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რით უნდა დაეწესებინა? ვერ დაუჭერენ სანქციებს მხარს, იმიტომ რომ სანქციის სუბიექტი არ არსებობს. რა სანქცია შეიძლება დაუწესო რუსეთს? გერმანიას, ამერიკას, ბრიტანეთს შეუძლიათ გადადგან ქმედითი ნაბიჯი. თუ არ შეგიძლია ქმედითი ნაბიჯის გადადგმა, რა სანქციაზე ლაპარაკობ? ე.ი. ტყუიხარ”,_ განაცხადა არეშიძემ.
[sexy_author_bio]