უკვე აღარ ვიცით რა ვუყოთ ტყვეებს. იმდენი დაგროვდა, რომ ჯარები ვერ უმკლავდებიან, – თქვა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა
მისი თქმით, არის სრული კოლაფსი და კატასტროფა, რაც ცუნამივით ანგრევს რუსულ ჯარს.
“უკვე აღარ ვიცით რა ვუყოთ ტყვეებს. იმდენი დაგროვდა, რომ ჯარები ვერ უმკლავდებიან. რატომ ხდება ეს? ხარკოვის ოლქში 30 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა, ეს ყველაფერი ბალაკლეაზე და შემდგომ კუპიანსკზე შეტევის შედეგია. არის სრული კოლაფსი და კატასტროფა, რაც ცუნამივით ანგრევს რუსულ ჯარს. თუ იზიუმის დაჯგუფებას ბოლოს მოვუღებთ, ტყვეების რაოდენობა ათასობით გაიზრდება,“ – თქვა არესტოვიჩმა.
ავტორი