არგენტინის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, საბუთებში მდედრობითი და მამრობითი სქესი არ მიუთითონ და ამის ნაცვლად მესამე ვარიანტი – „გენდერი Х“ აირჩიონ. შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა ქვეყნის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა.
როგორც დოკუმენტში წერია, „Х“-ს სქესის გრაფა შემდეგი მნიშვნელობა ექნება: არაბინარული, ჩამოუყალიბებელი და თვითიდენტიფიცირების ყველა სხვა ვარიანტი, რომელსაც უპირატესობას ანიჭებენ ადამიანები, ვინც თავს არც კაცად თვლის და არც ქალად.
პრეზიდენტი ფერნანდესის თქმით, „სახელმწიფოს არ უნდა აინტერესებდეს მოქალაქეების სექსუალური ორიენტაცია და თვითიდენტიფიცირება“.
ცნობისთვის, მესამე გენდერი უკვე გამოიყენება ისეთი ქვეყნების პასპორტებში, როგორებიცაა ავსტრალია, ახალი ზელანდია, კანადა, მალტა, ინდოეთი, ნეპალი.
2021 წლის ივლისის დასაწყისში ამ ვარიანტის დამატება ოფიციალურ დოკუმენტებში აშშ-ის მთავრობამაც დააანონსა.
ავტორი: მერაბ ცაავა