ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო ჯიბუტმა, “გურია ნიუსს” განუცხადა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში არავინ იმყოფება.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 822, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 690, გარდაცვლილი – 13.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. თებერვლიდან დღემდე გურიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა.