საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შესაძლო გადადგომის საკითხს დედაქალაქის მერი გამოეხმაურა. კახა კალაძის განცხადებით, თეა წულუკიანი „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად 2011 წლიდან მოდის და გადადგომის შემთხვევაში, მისთვის გულდასაწყვეტი იქნება:
„თეა პირველივე დღიდან, 2011 წლიდან, რაც პარტია “ქართული ოცნება” შეიქმნა, ჯერ კოალიცია იყო, ერთად მოვდივართ, ერთად გამოვიარეთ ის მძიმე დღეები, თვეები, არის ჩვენი თანამებრძოლი და თუ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს მე გული ძალიან დამწყდება, თუმცა ვფიქრობ, რომ არის იმის რესურსი, რომ ასეთი ადამიანები შენარჩუნებული იყოს გუნდში,“- განაცხადა კალაძემ.