ცნობილი გახდა, რომ NASA და ილონ მასკის კომპანია „SpaceX“ იუპიტერის თანამგზავრ, ევროპას ერთად შეისწავლიან.
რაკეტა „Falcon Heavy“ ევროპაზე NASA-ს სადგურს „Europa Clipper“ გაიყვანს. მისია სტარტს კენედის კოსმოსური ცენტრიდან მომავალი წლის ოქტომბერში აიღებს. კონტრაქტის საერთო ღირებულება 178 მილიონ დოლარს შეადგენს.
„Europa Clipper“-ის მთავარი ამოცანა იქნება დაადგინოს არის თუ არა ევროპაზე სიცოცხლისთვის შესაფერისი პირობები. სადგურმა მთვარის ზედაპირის ფოტოები უნდა გადაიღოს, გეოლოგიური აქტივობის ნიშნები ეძებოს, თანამგზავრის ყინულოვანი გარსის სისქე ზუსტად გაზომოს.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ევროპა ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია მზის სისტემაში, რომელზეც შესაძლოა სიცოცხლე არსებობს. მთვარის ყინულოვანი გარსის სავარაუდო სისქე 100 კილომეტრია, მის ქვეშ კი თხევადი წყლის ოკეანეა, რომელშიც შესაძლოა პრიმიტიული მიკროორგანიზმები ბინადრობენ.
ავტორი