გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ჩოხატაურელს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა.
“გურია ნიუსმა” ინფორმაცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორთან, ნატო ჯიბუტთან გადამოწმა.
ნატო ჯიბუტის თქმით, ინფორმაცია სიმართლეს არშეესაბამება.
_ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესბამება. კორონავირუსით დაავადებულია და მკურნალობას გადის ამ ადამიანის ნათესავი, ეტყობა ამას დაუკავშირეს და ამიტომ გავრცელდა. არც ერთ ჩოხატაურელს კორონავირუსი არ დადასტურებია!”
ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის თქმით, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში ჩოხატაურში 4 ადამიანი იმყოფება.