არნოლდ შვარცენეგერმა სამეზობლოსთვის ასფალტი დააგო.
“რადგან მთელი სამეზობლო შეწუხდა ამ გიგანტური ორმოს გამო, რომელიც რამდენიმე კვირაა მანქანებს და ველოსიპედებს აფუჭებს, მე და ჩემი გუნდი მოვედით და ამოვავსეთ. ნუ ვიწუწუნებთ, სჯობს რამე გავაკეთოთ.” – წერს მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი Twitter-ზე და ვიდეოს აქვეყნებს.