“დააკვირდით რა დაარქვეს პატიმრებს – სინდისის პატიმრები. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებმაც სინდისზე და გონიერებაზე უარი ვერ თქვეს, არიან დაპატიმრებულები. ჩვენი ერი გამარჯვებულად ხედავს დაპატიმრებულებს. დღეს ისინი პიროვნებები არიან, რომლებიც ქმნიან ერს. ერი იქმნება ეროვნებით და არა უბრალოდ ეთნოსით. შეეწიოს ღმერთი ჩვენს ერს, ყველ იმ პიროვნებას, რომელიც მონას არ ემონება, მჩაგვრელის არ ეშინია და გონებას არ თმობს, აზროვნებას არ თმობს და მიდის ციხეში და ამით იმარჯვებს…
შეუძლებელია მშვიდობა იყოს იქ სადაც სამართალი არ ზეიმობს, მშვიდობა მხოლოდ სამართლიანობაშია. როცა სამართალდამცველები სამართლიანები არიან მაშინ არის მშვიდობა, როცა მთელი ერი ხედავს, რომ სამართალდამცველი უსამართლოა, ეს არ არის მშვიდობა არც ერისთვის და არც მათთვის, შეუძლებელია შვიდად იყვნენ. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენთან სამართლიანი მშვიდობა დამყარდეს“,_ თქვა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა ქადაგებისას.
წყარო: მთავარი