„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იგეგმება ასეთი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება საპარლამენტო არჩევნებისთვის და, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური პარტია ისევ და ისევ შეიქმნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფარგლებში. ის ქალბატონებიც, რომლებიც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, არიან, რა თქმა უნდა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავითარი პერსპექტივა ასეთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს. კონსტიტუციას თუ დაარღვევს, უკვე ფასი არ აქვს არცერთ მის ნაბიჯს. ზოგადად, ამ ქალბატონმა დაკარგა მთლიანად აქტუალობა. არცერთ მის ნაბიჯს, შესაბამისად, არავითარი ფასი არ ექნება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ოპოზიციის ქალ წარმომადგენლებს შეხვდა.