ვარკეთილში ხანძრის ჩასაქრობად დამატებით ბრიგადებს ელოდებიან. ახლოს მდებარე კორპუსიდან გაყვანილია მოსახლეობა. უსაფრთხოების მიზნით შეწყვეტილია ელექტრო ენერგიის მიწოდებაც.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა,ოთარ კერესელიძემ განაცხადა, ამ დროისთვის ცეცხლის ბენზინგასამართ სადგურზე გადადების საფრთხე არ არსებობს.