ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვნეთში, ერქომაიშვილების საგვარეულო სასაფლაოს ტერიტორიაზე (ტერიტორია ცნობილია „ნაკაშიძის გორის“ სახელწოდებით), მუნიციპალიტეტის წინა ხელმძღვანელობის დროს აიგო სახლი, სადაც, როგორც მაშინ ამბობდნენ, სახელოვანი ლოტბარის ანზორ ერქომაიშვილის სახლ-მუზეუმი უნდა განთავსებულიყო.
საქართველო-ევროკავშირის ამ ერთობლივი პროექტით აგებულ შენობაში, არც არაფერი განთავსებულა და უფრო მეტიც, სავალალო მდგომარეობაა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, რაც იმთავითვე ითქვა, სახლი უხარისხო მასალით აშენდა და რამდენიმე თვეში ბათქაში ნაწილობრივ ჩამოცვივდა. ადგილობრივთა თქმითვე, ადგილზე მისულ ანზორ ერქომაიშვილს ეს ამბავი არ მოეწონა.
„არტემ ერქომაიშვილის მუზეუმი იქნებაო და აშენებიდანვე ინგრევა, თხის ცურცლითაა სავსე“, _ ამბობენ ისინი.
_ მენანება, უბრალოდ. ამხელა შენობა დგას, ეტყობა, მასალის ხარისხიც კარგი არ იყო. შიგ არაფერი განთავსებულა. ეკალ-ბარდი რამდენჯერ გავცელეთ. ჩემმა მეუღლემ ყვავილები და მარადმწვანე მცენარები დარგო, მაგრამ რად გინდა, გადაუარა კიდევ ბარდმა. ახლა მაინც, ისეთი წვიმებია, ბალახი ყოველდღე იზრდება, _ გვითხრა ადგფილობრივმა მკვიდრმა მერაბ ბაბილოძემ.
ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიას, „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ.
[sexy_author_bio]