გოჩა გურგენიძე დაიბადა 1965 წლის 10 აპრილს, ჩოხატაურში.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა გორაბერეჟოულის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში განაგრძო.
სასწავლებლის დასრულებისთანავე გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში. ჯარიდან დაბრუნებული, სპორტით დაკავდა, ფეხბურთს თამაშობდა.
2006 წლიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახური აირჩია, ამასობაში, ომიც დაიწყო _ ეს მოკლე ამონარიდია 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანის გოჩა გურგენიძის ბიოგრაფიიდან.
(R)