თოვლმა და უამინდობამ პრობლემები შექმნა ლანჩხუთის სოფლებში. როგორ მოქალაქეები წერენ სოციალურ ქსელში, არ აქვთ შუქი, წყალი და უგზოობის გამო სახლიდან გამოსვლასაც ვერ ახერხებენ, რომ პური მაინც შეიძინონ.
„არც შუქი, არც გზა, არც წყალი. გუშინ კიდევ ითოვა, ორ მეტრომდეა თოვლი. სოფელ ხორეთში ჩაკეტილები ვართ.“
„Ნამეტანი დიდ ბოდიშს გიხდით, მარა ეგება მიმეგზავნოთ ჩიბათის მთავრობასთან. Პური მოგვიტანოს დილას, ჩვენ გარეთ ვერ გავდივართ. საკუთარი,, ხაეროპლანი”არ გვყავს და სხვა ტრანსპორტი ჩვენამდე ვერ მოდის“.
„სად არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი? ხალხს ახლა სჭირდება დახმარება.ჩოჩხათის სოფლები დიდმა თოვლმა დაფარა.უშუქობა, უპურობა აწუხებს ხალხს. ხომ შეიძლება გასუფთავდეს გზები, მოწესრიგდეს შუქის პრობლემა. .რატომ არ მოიკითხავენ ზვავსაშიშ ადგილებს,თუ ,საქმე რომ გაფუჭდება,ფულადი დახმარებით შემოიფარგლებიან.მიხედეთ ხალხს,თქვენ მთავრობამ მათი ბედი განდოთ“.
„მთავარია ლანჩხუთის ცენტრი გაასუფთავენ“ .
„ყველაზე მარტივია მგონი, ბატონო მერო,მარილი რომ მოაყაროთ და უზრუნველყოთ თქვენივე რაიონის მკვიდრთა სულ მცირე უსაფრთხოების ნორმები… დღეს ვერ გადავადგილდი ჩემს სამუშაო ადგილზე იმიტომ ,რომ არანაირი უსაფრთხოების სტანდარტი დაცული არ იყო“.
„არᲩევნებზე ლამაზად გვკითხულობდით, ხალხს ახლა გვიჭირს, სერიოზული დახმარება გვინდა, გაიწმინდოს გზები. სახლები იᲨლება, მეზობელი მეორეს ვერ უკავᲨირდება. ცოტა გულთან მიიტანეთ მთავრობავ“.
„ერთი იყოს არჩევნები მოახლოებული, გაწმენდენ კი,არა, ააპრიალებენ რაცხა დანგრეული გზებია“.