5 ნოემბერს, ოზურგეთის სარაგბო კლუბ “არწივებს“, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებაში, გასვლითი მატჩი, ქ.თბილისში, ადგილობრივი “ხულიგანას“ წინააღმდეგ ჰქონდათ.
კლუბ “არწივების“ ხელმძღვანელის თენგო კალანდაძის თქმით, მატჩი ძალიან დაძაბულად წარიმართა:
_ ჩვენმა მორაგბეებმა გამოავლინეს სპორტული ჟინი, უკეთესად ჩაატარეს შეხვედრა და მოიპოვეს დამსახურებული გამარჯვება. ყველა მორაგბემ თავდაუზოგავად იბრძოლა და ამ გამარჯვებით ჩვენმა გუნდმა მყარად დაიმკვიდრა ადგილი პირველ ხუთეულში და აგრძელებს ბრძოლას უკეთესი მიზნებისათვის.
მორიგ შეხვედრას ოზურგეთელი რაგბისტები, 11 ნოემბერს, საკუთარ “ზვანი არენაზე” თბილისის ივერიას წინააღმდეგ ჩაატარებენ და წარმატების შემთხვევაში, კიდევ უფრო გაიუმჯობესებენ სატურნირო მდგომარეობას.