გურჯაანში, ცოლ-ქმარი გარდაცვლილები იპოვეს. 77 და 80 წლის მოხუცები საცხოვრებელ სახლში მეზობელმა აღმოაჩინა და პოლიციას შეატყობინა.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.