გასული 24 საათის განმავლობაში გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 26 შემთხვევა დაფიქსირდა, 1 ადამიანი გარდაიცვალა.
ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრების მონაცემებით, კორონავირუსის 26 შემთხვევიდან 15 ოზურგეთში, 11 კი ლანჩხუთში დადასტურდა.
რაც შეეხება ჩოხატაურს, ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა.
ამ დროისთვის, ჩოხატაურში 15, ოზურგეთში 86, ხოლო ლანჩხუთში 163 შემთხვევაა აქტიური.