17 თებერვალს, საუდის არაბეთში, ერ-რიადში რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლები ჩავიდნენ, რომელთა ამოცანაა აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მომზადება.
დელეგაციაში შედის რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის (RDIF) ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი (მან უკვე გამართა პირველი შეხვედრები ტრამპის გუნდის წევრებთან).
შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში რუსეთიდან ასევე მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 17 თებერვალს განაცხადა, რომ კიევმა არაფერი იცის საუდის არაბეთში ჩასატარებელი მოლაპარაკებების შესახებ, უკრაინის წარმომადგენლები არ მიიღებენ მონაწილეობას მათში და კიევი არ აპირებს ამ მოლაპარაკების შედეგის აღიარებას.
NBC News-ის წყაროების ცნობით, აშშ-ის ხელისუფლება გეგმავს ჯერ ცალკე მოლაპარაკებების გამართვას როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის წარმომადგენლებთან, შემდეგ კი ერთობლივად.
ამ ფონზე ბიზნესმენმა ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს (DOGE) ხელმძღვანელობს, კომენტარი გააკეთა ერ-რიადში რუსი ოფიციალური პირების ჩასვლაზე:
“ასე გამოიყურება კომპეტენტური ხელმძღვანელობა”, _ წერს მასკმა სოციალურ ქსელ X-ში. მასკის პოსტს თან ერთვის რუსული დელეგაციის ჩამოსვლის ვიდეო, რომელიც გადაიღეს RIA Novosti-მ და VGTRK-მა (ონლაინ პლატფორმა “Smotrim”).
აღსანიშნავია, Rossiya Segodnya-ზე, რომელშიც შედის RIA Novosti-ზე და VGTRK-ზე ამერიკული სანქციები ვრცელდება