“ხშირად მიფიქრია, მანამდე ამბად მოყოლილი და ახლა უკვე მედიაში გასული უამრავი შემზარავი ამბების გამგონეს, რომ იმ ქალების დიდი ნაწილი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში მიდის და წლობით გადახვეწილი მძიმე შრომას ეწევა აქ ოჯახების გამოსაკვებად, რომ ბევრის იქ ყოფნის მიზეზი არა მხოლოდ მატერიალური გაჭირვებაა”, _ ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო დარასელი სოციალურ ქსელში წერს.
“ასე მგონია, ბევრი მათგანი უბრალოდ, მირბის იმ მოძალადე გარემოსგან, სადაც უწევდათ ყოფნა. მოძალადე ქმრებისგან, მამამთილებისგან, ბიძებისგან, თუ გამკითხავ-გამკიცხველი ნათესავ-მეზობლებისგან. უბრალოდ, გარემოს იცვლის. ბევრი ჩვენგანისგან განსხვავებით, მათ არ აქვთ შანსი სხვაგან გადასვლის, ცალკე ცხოვრების, დამოუკიდებელი საქმიანობის, ხმამაღლა პროტესტის, ჩივილის… არც სახსრები აქვთ ამისი და არც ძალა. რამდენიმესთვის შემითავაზებია აქ საქართველოში იგივე ანაზღაურებაზე, ზოგჯერ მეტზეც, სხვადასხვა საქმიანობა, მაგრამ მაინც იქ ურჩევნიათ ყოფნა. შორს ამ ქვეყნიდან მძიმე შრომაც კი ურჩევნიათ, მაგრამ დამოუკიდებლად ყოფნა”, _ წერს ნინო დარასელი.