ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი “რუსთავი 2” ის დამფუძნებელს დავით დვალს მიმართავს და იმის გამო საყვედურობს, რომ თავის დროზე ტელევიზია უბრძოლველად დათმეს: “რუსთავი 2” პარტიული ტელევიზიად დავით დვალმა გადააქცია.
ბატონო დავით, თქვენც რომ ისე გებრძოლათ, როგორც დღეს იბრძვიან ამ არხისთვის, არ ვიქნებოდით პარტიულები. პირველად სწორედ თქვენ გახადეთ პარტიული „რუსთავი 2“ და კარგით რა…. ოქრუაშვილს რომ ფულს ართმევდით, მაშინ გეფიქრათ ამაზე.
თქვენი ზურგი იქნებოდა თქვენს მიერვე შექმნილი არხი. გეთქვათ ხმამაღლა, კავკასუს ონლაინის წილების დაზუსტების ნაცვლად,” _წერს ჟორჟოლიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე