“ღირდა კი იმ ქვეყნისთვის თავის გაწირვა, სადაც თქვენ ცხოვრობთ?!”- წერს ფეისბუქზე ლანჩხუთში ვეტერანთა სამსახურის უფროსი ელგუჯა ჩხაიძე.
“დღეს მივედი აფხაზეთში დაღუპულ ჯამბულათ ხოფერიას სახელობის სკვერში, სადაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალია. ეზო შეღობილია. შიგნით ორი ძროხა დამხვდა, ბალხს ძოვდა.
ნუთუ არაფერი არსებობს ხალხო?! არც პატივი, არც შეგნება?! ღირდა კი იმ ქვენისთვის თავის გაწირვა, სადაც თქვენ ცხოვრობთ, ვისაც ჭამის და ტუალეტში გაქცევის მეტი არაფერი გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის?!ნუთუ იქ მცხოვრებს არავის არ გაგივლიათ?ამას ეძახით ქართველობას?
რა უნდა გითხრათ, ასეთ ქვეყანაში ცხოვრებაც მეზარება, სადაც ფეხებზე მკიდია და გაიძვერა ხალხი ცხოვრობს“, _ წერს ჩხაიძე.