ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს – ინფორმაციას მისი შვილი სოციალური ქსელით ავრცელებს. რისთვის იბარებენ პროევროპული აქციების აქტიურ მონაწილეს, ძალოვნებს არ განუმარტავთ.
ვაჟა გაფრინდაშვილი გამომძიებლებთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს და მაგისტრ მოსამართლესთან, სასამართლოში დაკითხვაზეა თანახმა:
“მამაჩემს, ვაჟასაც დაურეკეს გამოძიებიდან, რისთვის იბარებენ არ განუმარტავთ.
ვაჟამ უარი განაცხადა გამომძიებელთან თანამშრომლობაზე და ელოდება მაგისტრ მოსამართლესთან სასამართლოში დაკითხვაზე დაბარებას.
რისთვის იბარებენ გამოძიებაზე არ ვიცით, ამიტომ ეს პოსტი არის ინფორმაციული.
ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ товарищи, ღამე მარტო არ უნდა დავტოვოთ, რომ მარტომ არ იმოძრავოს.
დიდი მადლობა ქართული ოცნება ! საოცრად მშვიდობიან საქართველოში გვაცხოვრებთ.” წერს სოციალურ ქსელში ირინა გაფრინდაშვილი.