“15 ივლისი, დილის 7 საათი და 30 წუთი… დღეს პედაგოგები პროფესიული უნარების გამოცდას აბარებენ… ჩვენს სტუმარს, ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორის თანაშემწეს, ქუჩიდან ესმის დიალოგი: – არ ინერვიულო, მას, ჩვენ თქვენთან ვართ, თქვენ ამას შეძლებთ და ჩააბარებთ… ქალი გაოცებული მეძახის, მასწავლებელი მოაცილეს გოგო ბავშვებმა, ნახე გეხვეწებიო.. რა ვთქვა, არ ვიცი… მასწავლებლობა ყველაზე აღმატებული პროფესიაა პროფესიათა შორის – ამას ხშირად ვიმეორებ და ა, ბატონო, დასტური. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ბუნებრივია, მინახავს შვილების გულშემატკივარი მშობლები, მინახავს მოსწავლეების გულშემატკივარი მასწავლებლები(მათ შორის რეპეტიტორები), მაგრამ დღეს, დილაუთენია, ვნახე მასწავლებლის გულშემატკივარი მოსწავლეები – 3 საოცარი ბიჭი(რა თქმა უნდა, ვიცი, ვინც არიან, მაგრამ სანამ მათთან არ შევათანხმებ, ვერ დავასახელებ)… და დღეს ვნახე გულაჩუყებული, ბედნიერი და ცოტა დაბნეული მასწავლებელი – თავმდაბლად მადლობას რომ უხდიდა და ეფერებოდა თავის მოსწავლეებს… ასეთი დღეებისთვის ღირს ცხოვრებაც და მასწავლებლობა ხომ ღირს და ღირს. პ.ს. – არავინ შეეცადოს დღეს ჩემს გაბრაზებას -ისეთ ხასიათზე ვარ, მაინც არ გამოგივათ”,_ წერს ფეისბუქში ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved