ფეისბუქის მომხმარებელი თამუნა თანდაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“ჯერჯერობით, ისევ რეანიმაციაში ვარ, იუმორი არ მყოფნის, მეც კაი მშიშარა ვყოფილვარ.
დღეს დილით იბრძოდა პაციენტი ჩემს პალატაში და მასთან მთელი მედპერსონალი.
წამი და დამთავრდა! ქალმა ხმაც ვერ ამოიღო ისე წავიდა შავ პარკში.
მთელი საავადმყოფო ახველებს, ბოროტ მულტფილმებში რომ ქუხს შენობები და ზანზარებს.
ასეთი გაუფასურებული სიცოცხლე არასოდეს მინახავს.
აიცერით რა!“ – წერს ფეისბუქში თამუნა თანდაშვილი.