ასეთი მასშტაბის სტიქიურ მოვლენას დასავლეთ საქართველოში არასდროს ჰქონია ადგილი – ამბობს შოვში მყოფი გეოლოგი მერაბ გაფრინდაშვილი. მისი თქმით, სტიქიის განმეორების საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს. გეოლოგების ექვსი ჯგუფი ადგილზე უკვე რამდენიმე საათია მუშაობს.
“ასეთი მასშტაბის სტიქიურ მოვლენას დასავლეთ საქართველოში არასდროს ჰქონია ადგილი, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას რაჭაში, სადაც ერთი სოფელი ჩაიმარხა. 5 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი მასა მოვიდა დინამიკაში“, – ამბობს გეოლოგი მერაბ გაფრინდაშვილი.