ყველას თავისი სიცოცხლე აქვსო ნათქვამია, მაგრამ მართლა მრცხვენია ჩვენო ანგელოზო გოგო სიცოცხლის, ჩემო ფერია, დახატულო, ასეთი სრულყოფილი როგორ ხარ მეთქი, გეუბნებოდი გულწრფელად… შენ კი გეღიმებოდა ამ სიტყვებზე, ალბათ არაამქვეყნიური იყავი და იმიტომ წაგიყვანა უფალმა თავისთან.
სხვა ახსნა რა უნდა ქონდეს ამ დიდ ტკივილს და გულის გაგლეჯას, ჩემო თამთუნა, ჩემო ანგელოზო გილოცავ იმიერში დაბადების დღეს.
ვიცი, იქაც ალამაზებ ზეციურ საქართველოს, _ იხსენებს ჩოხატაურელი ექიმი ნატო კიკვაძე თავის კოლეგას, ენდოკრინოლოგ თამთა დოლიძეს, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა.
































































