“ასეთი სიყვარული, პატივი და ყურადღება სიცოცხლეში რომ ენახა ზურას, კიდევ დიდი ხანი იცოცხლებდა”, _ ამის შესახებ ფეისბუქის საქკუთარ გვერდზე მომღერალმა ზურა ხაჩიძემ დაწერა.
“მაგრამ ჩვენს ქვეყანაშია ნათქვამი: “შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო”.
მინდა, წარსულ შეცდომებზე რამე ვისწავლოთ და პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის საამაყო მომღერლებს, მეცენატებს, ექიმებს, სპორტსმენებს და ყველას, ვინც მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ მოღვაწეობს, ვინც სიგიჟემდეა შეყვარებული სამშობლოზე, ადამიანზე და უფალზე. ესეთი ადამიანები გამოირჩევიან და ნათლად გვხდებიან ცხოვრების გზაზე!
მეტი პატივისცემა, მეტი სიყვარული, ქართველებო ერთმანეთის. იმ ქვეყანაში არაფერს არ წავიღებთ, მხოლოდ წავალთ ჩვენი ადამიანების მიმართ დათესილი სიკეთით, სიყვარულით, მიტევებით…
უფალმა მოიხსენოს ზურა სული! ამინ.
დოიჯა იყო მაგალითი როგორი უნდა იყოს ადამიანი და როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა! _ წერს ზურა ხაჩიძე.