„ხელისუფლება დანაშაულებზე ხელის დაფარებას ისე ცდილობს, რჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ყველა მათი ჩინოვნიკი რაღაცაშია გასვრილი და ყველაფერის მიჩქმალვას ცდილობენ“, _ ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ოფიცრებს და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს, მაგრამ მათი ხმა აღარ ისმის.
ჯერ ერთი, კარიერისტებმა გადფარეს და მთავარი, ისინი მუშაობენ დავალებებით და არა ობიექტურობისა და სამართლიანობის დასაცავად.
რადგან იმ ადამიანებისთვის, რომლითაც გაივსო „ოცნება“, ძალოვანი სტრუქტურები, ეს ძველი, მოძალადე თანამშრომლები არიან, მათთვის კი, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მათ უკანონობა სისხლში აქვთ გამჯდარი.
შედეგად, ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციის გარდა, ყველა სფეროში უსამართლობის განცდაა. აღარ არსებობს ნდობა, ხელისუფლებას აღარაფერი დაეჯერება, რადგან ხალხი ვეღარ გაერკვა, როდის ეუბნებიან მათ სიმართლეს და როდის ცრუობენ.
მოკლედ, სამართალი დაიკარგა ამ ქვეყანაში და „ოცნება“ ზუსტად იგივე რეჟიმში აღმოჩნდა, რა რეჟიმშიც „ნაცები“ იყვნენ.
ისე, „ოცნების“ ბევრი თავგამოდებული ყოფილი აქტივისტი, თუნდაც ჩემი ოპონენტი, ადრე ყველაფერს რომ აპროტესტებდნენ, ადამიანების უფლებებს რომ იცავდნენ, ხელისუფლებაში მოხვედრის შემდეგ რამ დაადუმა?! მითუმეტეს როდესაც ამდენი ბურუსით მოცული ტრაგედიის მომწრეები ვართ…“ _ განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.