ერთხელ რიო-დე-ჟანეიროს პოლიციის უფროსმა მიიღო ცნობა, რომ დრამატულ თეატრში გახსნილი იქნა დიდი შეთქმულება, ხოლო ქალაქში იმალება საშიში პოლიტიკური დამნაშავე, ნაციონალობით ბერძენი, პროფესიით – დრამატურგი.
შეთქმულების ერთი მთავარი მონაწილე დაპატიმრებული იქნა. ის აღმოჩნდა მსახიობი ქალი იზოლდა კრესტა, რომელიც თამაშობდა სოფოკლეს ტრაგედია “ელექტრაში” მთავარ როლს.
“ეს სპექტაკლი, – აღნიშნული იყო პოლიციის ოფიცრის წერილში, – არის ნამდვილი კომუნისტური აგიტაცია, რომელიც აჯანყებისაკენ მოუწოდებს”.
პოლიციის უფროსმა გასცა ბრძანება სოფოკლეს დაპატიმრებისა. ამ ინციდენტის შემდეგ რიო-დე-ჟანეიროს პოლიციის მთავარ სამმართველოში მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე, ბეჭდვის განყოფილების უფროსმა სიამაყით განუცხადა ჟურნალისტებს:
– პოლიტიკური პოლიციის საუკეთესო მუშაობის შედეგად, მალე ბერძენ სოფოკლეს დავიჭერთ და პასუხისგებაში გადავცემთ.
დარბაზში გაისმა ჰომერული სიცილი.
ავტორი