“ამერიკის ყველაზე სამარცხვინო და ცალტვინა ხელისუფალი ისეთებს ბოდავს ახლა დავოსში ისტორიაზე, საერთაშორისო პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და რაზეც გინდა, რომ ბოროტი, უვიცი და ხეპრე რუსი ჩეკისტი ამასთან შედარებით თუკიდიდეცაა და კანტიც.
აშკარად გასაკოჭია.
მოვა ნოემბერი და, იმედია,კონგრესის ორივე პალატაში ამისიანები ისეთ უმცირესობაში დარჩებიან, რომ მოსამართლის და ფსიქიატრის გასარჩევი იქნება, თუ რომლის პატიმარ/პაციენტია.
ევროპას( ბრიტანეთ/ კანადიდურთ და არა მარტო) ხელახლა გაალიდერებს ეს შლეგი.
ზოგი ჭირი მარგებელია.
უკრაინაც გაუძლებს!” _ წერს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.
































































