ბაჩი ბერძენიშვილის უეცარმა სიკვდილმა მთელი ჩოხატაური და ბათუმი შეძრა და არამარტო…
ბაჩის თვითმკვლელობით შეწუხებული ადამიანები სოციალურ ქსელში გარდაცვლილ ბიჭს იხსენებენ.
“Ეშმაკმა როგორ დაჯაბნა ასეთი ბიჭი… სად ჰყავს საქართველოს დასაკარგავი შვილები… თან ასეთი ბიჭები… გავგიჟდი, ნახეთ, რა ლექსები აქვს დაწერილი… აშკარად ვერ გაუგო სამყარომ…
გასკდა გული. ნიჭიერი, გონიერი ადამიანი ადგილს რომ ვერ იპოვის…
როგორ დამენანა… ყველას ბრძოლა არ შეუძლია… დამძიმდა, საოცრად დამძიმდა რეალობა…
უფალმა შეაძლებინოს ოჯახის წევრებს. ალბათ ძაან უჭირდა სულიერად… სამწუხაროდ ეს ყოველთვის გარეგნულად არ ჩანს! _ წერენ ადამიანები, რომლებიც ბაჩოს ან მის შემოქმედებას იცნობდნენ.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის ბაჩი ბერძენიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 2 დღის წინ დაასრულა. იგი ბათუმში, მრავალსართლიანი სახლის მეათე სართლიდან გადმოხტა.
ბაჩი ტვ-12-ზე შემეცნებით-გასართობი თოქ-შოუ „ალავერდის“ წამყვანი და ერთ-ერთი პოეტური წიგნის თანაავტორი იყო.