ამერიკის შეერთებული შტატები “ღრმად შეშფოთებულია” თურქეთის მოქმედებების გამო აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, _ ამის შესახებ Reuters-ის ინფორმაციით, განაცხადა შაბათს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.
„რეგიონის ქვეყნებმა დიპლომატიურად და მშვიდობიანად უნდა გადაწყვიტონ უთანხმოებები, მათ შორის უსაფრთხოებისა და ენერგორესურსების და საზღვაო საკითხებზე.
გაზრდილი სამხედრო დაძაბულობა არავის ეხმარება, გარდა მოწინააღმდეგისა, ვისაც სურს განხეთქილება ტრანსატლანტიკურ ერთიანობაში ”, – თქვა მან.
ცნობისთვის თურქეთმა გაგზავნა ორი საკვლევი ხომალდი რეგიონის ცალკეულ რაიონებში, რასაც პროტესტი მოჰყვა კვიპროსისა და საბერძნეთის მხრიდან, რომლებიც ამბობენ, რომ ანკარა მოქმედებს მათ შესაბამის კონტინენტურ შელფებზე.
თურქეთი აცხადებს, რომ მას ლეგიტიმური პრეტენზია აქვს ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით. საბერძნეთსა და თურქეთს შორის არ არსებობს შეთანხმება მათი კონტინენტური შელფის განსაზღვრის შესახებ.
”ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული თურქეთის მხრიდან მიმდინარე ოპერაციებით. კვიპროსის რესპუბლიკას აქვს უფლება გამოიყენოს თავისი ბუნებრივი რესურსები, მათ შორის ნახშირწყალბადების მოიძიოს მის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში”, – თქვა პომპეომ.